რეზონანსი
05.11.2017

 (რეზონანსი) ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, ერთ-ერთი ადგილობრივი ოჯახის ძაღლის პათოლოგიურ მასალაში ცოფი დადასტურდა.

ძაღლის ლეშის შემოწმება ოჯახმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ის დაავადდა და მკვდარი იპოვეს.

„პირველადი სალიკვიდაციო სამუშაოები შესაბამისი სამსახურების მიერ დროულად ჩატარდა", - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი მალხაზ მანაგაძე.

სოფელში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებიან. ამ ეტაპზე საკარანტინო ღონისძიებები გრძელდება.

პრევენციის მიზნით ვაქცინაცია სოფელში არსებულ ყველა ცხოველს ჩაუტარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×