რეზონანსი
05.11.2017

 (რეზონანსი) ლუიზიანას შტატში, ქალაქ რიჩარდში 15 წლის მოსწავლემ სატვირთო ავტომობილი გაიტაცა, ავზიდან ბენზინი გადმოასხა და წმინდა პავლეს სახელობის ბაპტისტურ ეკლესიას ცეცხლი წაუკიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" "Independent"- ზე დაყრდნობით წერს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად ეკლესიის ახალი შენობა დაიწვა, რომელიც რამდენიმე თვის წინ აშენდა.

ხანძრის შესახებ პოლიციას თვითმხილველებმა შეატყობინეს. ეკლესიასთან მოზარდი სწორედ მათ შენიშნეს.

მოსწავლე მოგვიანებით მეზობელ ოლქში დააკავეს. მისი საქციელის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×