(რეზონანსი) მოსკოვის ცენტრში 263 ადამიანი დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
საუბარია ოპოზიციონერ ვიაჩილსავ მალცევის მხარდამჭერებზე, რომლებსაც დღეს რუსეთის დედაქალაქში აქცია ჰქონდათ დაგეგმილი.
დაკავებულები სხვადასხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. ზოგიერთ მათგანს თავდაცვის მიზნით სხვადასხვა სახის ნივთები აღმოაჩნდა. დაპატიმრებულებს შორის არასრუწლოვნებიც არიან.
პოლიციამ ასევე „ეხო მოსკვის" ჟურნალისტი ანდერი ეჟოვი დააკავა, თუმცა მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.
შეგახსნებთ, რომ 3 ნოემბერს რუსეთს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა მალცევის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა.
როგორც სამართალდამცავები ამტკიცებენ, ისინი 5 ნოემბერს დანიშნულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმას და სხვა ძალადობრივ აქციებს გეგმავდნენ.
მალცევის მოძრაობა სახელწოდებით „არტპადგატოვკა" ოქტომბრის ბოლოს კრასნოიარსკის სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო.
თავად მალცევმა რუსეთი დატოვა.