რეზონანსი
06.11.2017

 (რეზონანსი) ბელგიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი და 4 ყოფილი მინისტრი გირაოთი გაათავისუფლა. ამის შესახებ კატალონიის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელის მოადგილემ, აგუსტი ალკობერომ, განაცხადა.

ბელგიის სასამართლო პუჩდემონის და 4 ყოფილი მაღალჩინოსნის ესპანეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას 15 დღის განმავლობაში მიიღებს.

პუჩდემონი და მისი თანაპარტიელები ბელგიის პოლიციას 5 ნოემბერს ჩაბარდნენ.

შეგახსენებთ,21 დეკემბერს კატალონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ. 3 ნოემბერს, პუჩდემონმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×