რეზონანსი
06.11.2017

 (რეზონანსი)„კახა კალაძეს ვუტოვებ გაცილებით უკეთეს თბილისს და გაცილებით უკეთეს მერიას, ვიდრე სამი წლის წინ ჩავიბარეთ", - აცხადებს თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია.

ნარმანიას თქმით, დღეს თბილისს 143 ახალი ავტობუსი ემსახურება. გარდა ამისა, გარემონტდა და მოდერნიზდა მეტროს 50 -მდე ვაგონი.

ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მისი დიდი ხელშეწყობით აშენდა ახალი მეტროსადგური „უნივერსიტეტი",აღსდგა ვაკის პარკიდან კუს ტბისკენ მიმავალი საბაგირო, რომელიც 9 წლის განმავლობაში გაჩერებული იყო.

„ჩვენთვის ასევე პრიორიტეტული იყო თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ისტორიული ძეგლების აღდგენა- რესტავრაცია. აღმაშენებლის გამზირი საფუძვლიანად განვაახლეთ. კერძოდ, რესტავრირდა 51 შენობა-ნაგებობა და აქედან 45 შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი" - აღნიშნავს ნარმანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×