რეზონანსი
06.11.2017

 (რეზონანსი) საუდის არაბეთი იემენიდან ერ რიადის მისამართით რაკეტის გაშვებას ირანის მხრიდან სამხედრო აგრესიად განიხილავს.საუდის არაბეთის წარმომადგენლების თქმით, რაკეტის ფრაგმენტების შესწავლის შემდეგ ექსპერტებმა დაადასტურეს ირანის მონაწილეობა რაკეტების წარმოებაში..ამის შესახებ Saudi Press Agency- ზე გამოქვეყნებულ არაბული კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი.

"კოალიციის სარდლობა მიიჩნევს, რომ ირანის რეჟიმის მხრიდან სამხედრო აგრესიის აღმაშფოთებელი აქტი, მომავალში შესაძლოა განხილული იყოს, როგორც საომარი ქმედება საუდის არაბეთის სამეფოს წინააღმდეგ, რაც გამოიწვევს სამეფოს ლეგიტიმურ უფლებას დაიცვას თავისი ტერიტორია და ხალხი."- აღნიშნულია განცხადებაში და ამავდროულად საუბარია გაეროს წესდების 51-ე მუხლზეც, რომელიც ქვეყანას თავდაცვის უფლებას ანიჭებს.

შეგახსენებთ, 4 ნოემბერს ერ რიადის აეროპორტის თავზე პატრიოტის სარაკეტო სისტემის კომპლექსით ჩამოაგდებული იქნა რაკეტა „ბურკან2", რომელიც იემენის მხრიდან იყო გამოშვებული. აეროპორტი არ დაზიანებულა და ის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×