რეზონანსი
06.11.2017

 (რეზონანსი)ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ექიმების განცხადებით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საავადმყოფოში მომხდარის თვითმხილველებმა გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×