რეზონანსი
06.11.2017

 (რეზონანსი)ავთანდილ სვიმონიშვილის განცხადებით,ლარის კურსის გაუფასურება "ნაბეღლავისთვის" ძალიან მტკივნეულია, რამდენადაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული.

"არ გვინდა, რომ პროდუქციის ფასები გავზარდოთ, გვესმის რა დღეშია ჩვენი მომხმარებელი.სესხები აღებული გვაქვს ვალუტაში. ყოველდღიურად რაღაც თანხა იკარგება",- აცხადებს ბიზნესმენი.

სვიმონიშვილის ვარაუდით, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,50-ზე დასტაბილურდება.

მისი თქმით, მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ ამ ნიშნულზე აქვს დაგეგმილი და დიდი ალბათობით, ლარიც ამ მაჩვენებელზე გაჩერდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×