რეზონანსი
06.11.2017

 (რეზონანსი)ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის, ინფორმაციით, მომავალი წლისათვის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ელექტრონული რეცეპტურის დანერგვა იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი აქვეყნებს.

"ელექტრონული რეცეპტურა მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა დაინერგოს. მოხდება რეცეპტის ონლაინ გამოწერა და გაკონტროლება, როგორ წერენ და რამდენს წერენ ექიმები. ამ რეცეპტს ხედავს პაციენტი, ხედავს ექიმი, ხედავს აფთიაქი და ასევე, ხედავს სამინისტრო. დღესდღეობით, ეს ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო სახე მიეცემა", - განაცხადა ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×