რეზონანსი
06.11.2017

 (რეზონანსი) თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელი საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ,ქიტესაშვილი თიანეთის ოლქში არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურს ითხოვდა.

„მე ველოდი სხვა გადაწყვეტილებას, მიმაჩნდა უფრო სამართლიანად. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზეც მე ვერ ვიპოვე სამართალი. დაკარგული ექვსი ბიულეტინი არის გავლენის მომხდენი შედეგზე და დიდი იმედი მქონდა, რომ საქალაქო სასამართლო მაინც სწორად წაიკითხავდა კანონს," - განაცხადა ქიტესაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×