რეზონანსი
06.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს მხრიდან მუქარაზე საუბრობს.

სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდნეტი მისგან,ერთი მხრივ, კონკრეტული პოლიტიკოსების გაკრიტიკებას ითხოვს ,მეორე მხრივ კი მოუწოდებს, საერთოდ აღარ გააკრიტიკოს კონკრეტულად თავდაცვის სფეროში არსებული კორუფცია, რადგან ეს პირადად მას ძალიან არ მოსწონს.

„ამ მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ისინი მოახდენენ ჩემს დეპორტირებას საქართველოში, სადაც პუტინის ბრძანებით მელოდება ციხე, მე ვიბრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას პუტინთან და მის სისტემასთან არ გავჩუმდები იმ საკითხებზე, რომელიც აძლიერებს და ახარებს მას".-განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

სააკაშვილი კორუფციული სქემების საპასუხოდ მოსახლეობას უმაღლეს რადას მოედანზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„მოდი ერთად დავდგეთ და ყველამ ვაჩვენოთ რომ ვარსებობთ. ბოლომდე შევცვალოთ თამაშის წესები და გადავარჩინოთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×