რეზონანსი
06.11.2017

 (რეზონანსი) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის, განცხადებით, ის კოლეგების მხრიდან "ძალადობის მსხვერპლია". მისი თქმით, სწორედ ამის გამო, იუსტიციის საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

გვენეტაძე ამბობს, რომ მასზე საბჭოს წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება. მისი თქმით, კოლეგების პრეტენზიებზე პასუხს ის წერილობით გასცემს, რადგან ამ სხდომაზე აღარ შერჩა რესურსი სიტყვიერი განმარტებები აკეთოს.

სხდომის დასრულების შემდეგ ნინო გვენეტაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა კი განაცხადა, რომ დღევანდელი სხდომა იყო საბოტაჟი საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭოს სხდომა დღეს დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×