რეზონანსი
06.11.2017

 (რეზონანსი) 6 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის 4 ფაქტი აღიკვეთა. სომხეთის მოქალაქებს ლ.ჰ-ს, ა.ჰ-ს, ა.გ-სა და გ.გ-ს, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 399.65 გრამი) ნაკეთობები საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდათ.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 26,063.87 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 26,063.87 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×