რეზონანსი
07.11.2017

 (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი გიორგი ონიანი დამნაშავედ სცნო. ის სასამართლომ 4-ვე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო და ჯამში, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ონიანმა, რომელიც მაშინ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.

გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის დაკავებაც.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×