რეზონანსი
07.11.2017

 (რეზონანსი) დედაქალაქის ახლად არჩეული მერი, კახი კალაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრებისთვის ჯარიმის საფასურის გაზრდას „საჭიროდ" მიიჩნევს.

„საჭიროა. ჩვენ ძალიან ბევრ მიმართულებაზე მოგვიწევს მუშაობა. საზოგადოების ჩართულობა იქნება ძალიან მაღალი. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ეს ქალაქი მარტო ჩემი და მარტო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. რა თქმა უნდა, მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში, აღმშენებლობაში, განვითარებაში და ამის პლატფორმას ჩვენ შევქმნით. მივცემთ ადამიანებს ამის შესაძლებლობას.

მისივე თქმით, ქუჩაში ნაგვის გადაყრა და სიგარეტის გადაგდება სირცხვილი უნდა იყოს

„სირცხვილი უნდა იყოს თუნდაც ნაგვის გადაყრა, თუნდაც სიგარეტის გადაგდება. მესმის, რომ ეს რთული გვეჩვენება, თუმცა მერწმუნეთ, რომ შესაძლებელია", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×