რეზონანსი
07.11.2017

 (რეზონანსი) თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, 10 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე რიყე - ნარიყალას საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს.

"ამ პერიოდის განმავლობაში რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევრო ნორმების შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ იგეგმება.

„სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად კომპანია ლეიტნერის სპეციალისტები ჩაატარებენ. გარდა ამისა, აღნიშნული დროის მონაკვეთში საბაგიროს ორივე სადგურსა და სარემონტო ზონაში შეიცვლება ძველი იატაკის საფარის ფენა და ჩანაცვლდება ახლით",- ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×