რეზონანსი
07.11.2017

 (რეზონანსი) "დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრმა" თბილისში, პარლამენტის შენობასთან პენსიის გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების თქმით, საზოგადოების სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდეს და 250 ლარი გახდეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტი პერმანენტულ სახეს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×