რეზონანსი
07.11.2017

 (რეზონანსი) თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, კახა კალაძემ ახალგაზრდებს თხოვნით მიმართა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვაში მონაწილეობა მიიღონ.

„მინდა მივმართო ახალგაზრდებს. მინდა გამოვიყენოთ მათი ნიჭი. ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს და ალბათ, შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვას ეხება. ერთადერთი, რაც ალამაზებს მიწისქვეშა გადასასვლელებში დღეს არსებულ სიტუაციას, ეს არის სწორედ ახალგაზრდების მიერ მოხატვა.

„შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელებზე სრული სურათი გვექნება, ახალგაზრდებს კონკრეტულ ადგილებს შევთავაზებთ, სადაც გვირაბების მოხატვა უნდა განხორციელდეს", - ამბობს კალაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×