რეზონანსი
07.11.2017

 (რეზონანსი) თბილისში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე ამტკიცებს, რომ პურში თაგვი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედი" ავრცელებს.

მისი თქმით, პური ნუცუბიძის პლატოზე მდებარე „ნიკორას" მაღაზიაში შეიძინა.

მისივე თქმით, მან ეს აუტანელი სუნიდან გამომდინარე დაასკვნა.

როგორც მოქალაქემ აღნიშნა, კომპანიას დაუკავშირდა, თუმცა საპასუხოდ მათ პურის უკან დაბრუნება ურჩიეს.

პურის ეტიკეტის მიხედვით, პროდუქტი კომპანია „მხნეობას" ეკუთვნის. კომპანიაში კი, ამ ეტაპზე განმარტებას არ აკეთებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×