რეზონანსი
07.11.2017

 (რეზონანსი) დღეს ქვემო ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი - ე.წ. "სირეცი" ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა -შენახვა, არაერთგზის გასაღებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×