(რეზონანსი) 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 10 წელი შესრულდა. ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო.
7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლის გადაწყვეტილება მიიღო.
2007 წლის 7 ნოემბრის აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა.
იმავე საღამოს ტელეკომპანია „იმედში" სპეცრაზმი შეიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.
პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა, სადაც სააკაშვილმა გაიმარჯვა.