რეზონანსი
07.11.2017

 (რეზონანსი) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, კომიტეტის სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, „7 ნოემბერი ისტორიას დარჩება, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე".

„ეს არის ის დღე, როდესაც ყოველთვის, ყველა ხელისუფალს უნდა ახსოვდეს, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, რეპრესიები და სისასტიკე კარგად არასდროს არ მთავრდება და ყოველთვის რჩება, როგორც უპატიებელი დანაშაული. ეს არის დღე, რომელიც არის ნიშანდობლივი, თუ რა შედეგები მოყვება ძალადობას და სისასტიკეს ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ. 7 ნოემბერი დარჩება ისტორიას, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 10 წელი შესრულდა. ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო.

2007 წლის 7 ნოემბრის აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა.

იმავე საღამოს ტელეკომპანია „იმედში" სპეცრაზმი შეიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.

პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა, სადაც სააკაშვილმა გაიმარჯვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×