რეზონანსი
07.11.2017

 (რეზონანსი) გოგა ონიანის დაკავება სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას. ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.

"დღეს მე აღშფოთებული ვარ, რომ გოგა ონიანი ჩასვეს. გოგას კრიმინალად გამოცხადება სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების. ის მართლა მაგარი ადვოკატია და ბევრ ადამიანს დაეხმარა.

ავადმყოფული ადამიანის ტვინში რაც დაიბადება, ჩემს ტვინში აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ეს შესაძლებელია. საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევასთან, თუმცა არაუშავს, დროებითია," - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი გოგა ონიანი დამნაშავედ სცნო. ის სასამართლომ ოთხივე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო და ჯამში, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, ონიანმა, რომელიც მაშინ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.

გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის დაკავებაც.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×