რეზონანსი
07.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას გამოეხმაურა. მან ონიანს, თანადგომა გამოუცხადა.

„ჩემი თანადგომა და მადლიერება გოგას, დღეს მას ჭირდება თანადგომა. სამწუხაროდ გოგა არ იქნება ბოლო პოლიტპატიმარი საქართველოში", - წერს ახალაია ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი გოგა ონიანი დამნაშავედ სცნო. ის სასამართლომ ოთხივე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო და ჯამში, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, ონიანმა, რომელიც მაშინ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.

გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის დაკავებაც.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×