რეზონანსი
07.11.2017

 (რეზონანსი) თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს ბოლო, 106-ე სხდომა დასრულდა. საკრებულოს წევრებმა 33 საკითხს უყარეს კენჭი. სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი საკრებულოს შემადგენლობას წარმატება უსურვა.

„ყოველთვის ამაყი ვიყავი, ვარ და ვიქნები, რომ ამ საკრებულოს მე-5 მოწვევის თავმჯდომარე ვიყავი. ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა ამით არ დასრულდება, ყოველთვის ამის მომხრე ვიყავი", - აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×