(რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 2017 წლის 7 ნოემბერთნ დაკავშირებით ფეისბუქზე ფოსტი გამოაქვეყნა, თან ამ დღის ერთ-ერთი ფოტოც გაავრცელა.
"აღარასოდეს განმეორდება !" - წერს პრემიერი.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 10 წელი შესრულდა. ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო.
2007 წლის 7 ნოემბრის აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა.
იმავე საღამოს ტელეკომპანია „იმედში" სპეცრაზმი შეიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.