რეზონანსი
07.11.2017

 (რეზონანსი) "დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პენსიების ზრდის საკითხზე საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილ აქციას.

"დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია. რასაკვირველია ეს საკმარისი არაა და ჩვენ მხოლოდ ვემხრობით, თუ გვექნება საშუალება გაიზარდოს პენსია. ჩვენი გაცხადებული გეგმები ცნობილია, რომ დაგროვებით პენსიასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის, თუ ფასების ზრდის პარალელურად პენსიონერებისთვის პენსიები გაზრდილიყო. ეს მთავრობამ გაითვალისწინა და ველოდებით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსიები 20-20 ლარით გაიზრდება. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პენსიონერი არ იყოს პოლიტიკოსზე წინასაარჩევნოდ დამოკიდებული, საჯილდოო ქვადაა პენსიის ზრდა გადაქცეული, ახლა ყველას ეცოდინება, რამდენით გაეზრდება პენსია, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, "- განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, პარლამენტის შენობასთან პენსიის გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, საზოგადოების სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდეს და 250 ლარი გახდეს.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×