რეზონანსი
08.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები კვირას კიევში მარშის მოწყობას გეგმავენ. სააკაშვილმა მოქმედების გეგმა რადასთან შეკრებილებს გუშინ საღამოს გააცნო:

"დღეს პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ამ ადგილმა, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ამათ სცადეს ჩემი შანტაჟი საქართველოში დეპორტაციით და ძალიან ცუდად დაამთავრებენ, იმიტომ რომ არ იციან რომ ჩემი შანტაჟი არის შეუძლებელი. ამიტომ ვნახეთ ხალხი როგორ რეაგირებს და ასე გაგრძელდება. დღევანდელი გამარჯვება იყო მხოლოდ დასაწყისი გამარჯვებისა. მე ძალიან მაგონებს ეს ყველაფერი ვარდების რევოლუციის კლიმატს,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×