რეზონანსი
08.11.2017

 (რეზონანსი) თავდაცვის ყოფილი მინისტრი,ბაჩო ახალაია მისი ყოფილი ადვოკატის, გოგა ონიანისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ეხმაურება და მას თანადგომას უცხადებს.

„ჩემი თანადგომა და მადლიერება გოგას. დღეს მას სჭირდება თანადგომა. სამწუხაროდ, გოგა არ იქნება ბოლო პოლიტპატიმარი საქართველოში", - წერს ახალაია.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ადვოკატ გიორგი ონიანს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგი ონიანს ბარალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×