რეზონანსი
08.11.2017

 (რეზონანსი)"უკრაინას გადაარჩენს მხოლოდ გარედან მართვა აშშ-ის მიერ",- განაცხადა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ტელეარხ "112 უკრაინა"-ს ეთერში. ჟურნალისტის თქმით, კორუფცირებული პირებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში ერთმანეთს ცვლიან, ქვეყნის გათავისუფლების სხვა გზა არ არსებობს.

"ჩემი აზრით, დღეს ერთი გამოსავალი არსებობს. ვიტყვი და ბევრი დაიწყებს ფურთხებას, მხოლოდ გარედან მართვა გვიხსნის, თანაც არა ევროპიდან, რადგან ევროპას თავისი პრობლემები ჰყოფნის. მხოლოდ ამერიკის მმართველობა გადაგვარჩენს, სხვა გზას ვერ ვხედავ", _ განაცხადა გორდონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×