რეზონანსი
08.11.2017

 (რეზონანსი) „მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება", - ამის შესახებ ქარდავას ქართველმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა უკრაინელი ადვოკატისგან მიღებული ინფორმაციით განაცხადა.

როგორც ველიჯანაშვილმა აღნიშნა, ქარდავა უკრაინის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე ვერ გამოცხადდა, რის მიზეზადაც მისმა ადვოკატმა სწორედ ქარდავასთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებები დაასახელა.

"მეგის ქარდავა პროცესზე ვერ მივიდა და ციხიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩაერთო. მას სასამართლოზე ჩართვისას უთქვამს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×