(რეზონანსი) აშშ-ის მოქმედმა ვაჭრობის მინისტრმა, უილბურ როსმა, ჟურნალი „Forbes" შეცდომაში შეგნებულად შეიყვანა და თავისი ქონების შესახებ მცდარი მონაცემები მიაწოდა, რათა მილიარდელთა სიაში მოხვედრილიყო.განცხადება გუშინ „Forbes"-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.
2015 წელს როსმა გამომცემლობას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი ქონება 3,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა. Forbes-მა კი მისი ქონება 2,9 მილიარდი დოლარით შეაფასა, რასაც როსი აქტიურად აპროტესტებდა და მიიჩნევდა, რომ მაჩვენებლები ხელოვნურად არის შემცირებული და ის სიაში უფრო მაღალ ადგილს იმსახურებს.თუმცა, მას შემდეგ, რაც უილბურ როსმა ოფიციალური თანამდებობა დაიკავა, ის იძულებული გახდა ქონებრივი დეკლარაცია შეევსო. აღმოჩნდა, რომ მისი ქონება სულ რაღაც 700 მილიონი დოლარია და ორი წლის წინ ის უბრალოდ ცრუობდა.
ჟურნალმა უკვე გაუგზავნა მინისტრს შესაბამისი ცნობა: ის მილიარდერთა სიიდან ოფიციალურად არის ამოღებული.