რეზონანსი
08.11.2017

 (რეზონანსი)ჯარჯი წიკლაურის განცხადებით,ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბადრი პატარკაციშვილს დაემუქრა, რომ თუ ტელევიზიას არ დათმობდა ნებაყოფლობით, მაშინ ძალადობრივი მეთოდებით წაართმევდა და ეს მოხდა კიდეც, პრაქტიკულად, 7 ნოემბერს,"- ამის შესახებ წიკლაურმა რადიო „პალიტრის" გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურას ამ ფაქტის პირდაპირი მოწმეები ჰყავს, რომლებიც სასამართლოში დაიკითხებიან. წიკლაურის განცხადებით, იმჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებული იყო, რომ ტელეკომპანია „იმედის" საინფორმაციო პოლიტიკა შეცვლილიყო, რადგან არხი ხელისუფლებისთვის არასასურველ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა.

„დადასტურებულია ფაქტებით, რომ „ტელეიმედში" შეიჭრა ყველა ძალოვანი უწყება, რომელიც კი არსებობდა საქართველოში. ეს იყო შსს-ს კუდ-ის ქვედანაყოფები, სოდ-ის ქვედანაყოფები, კონტრდაზვერვის სამმართველო, ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები, მათ შორის. ეს მოვლენები იმართებოდა ე.წ. მოდულის შენობიდან, სადაც შეკრებილები იყვნენ შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ეს დადასტურებულია კონკრეტული მოწმეების მიერ. ბრძანება „ტელეიმედის" ამ ფორმით დარბევისა, რა თქმა უნდა, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა გასცა. ჩვენ სასამართლოში დავკითხავთ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღადელს და ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×