(რეზონანსი) ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით,2018 წლიდან დაანონსებული საპენსიო რეფორმა, რომელმაც, თითქოს, 30-40 წლის შემდეგ უნდა უზრუნველყოს საქართველოში დღეს დასაქმებულთა უზრუნველი სიბერე, სინამდვილეში მთავრობისა და ბანკების შეთანხმებული და წინასწარ გააზრებული ფინანსური სქემაა, რომლის მიზანი ხელისუფლებისა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების უზრუნველყოფაა რიგითი მოქალაქეების ჯიბეებიდან ამოღებული მილიარდობით ლარით, ნულოვანი პასუხისმგებლობის პირობებში.
"მთავრობა და ბანკები, მსხვილი ბიზნესისა და ჯიბის ექსპერტების მხარდაჭერით, უსინდისოდ სარგებლობენ მოქალაქეთა გაუთვითცნობიერებლობით და მათზე ზრუნვის საფარქვეშ ცდილობენ, საკუთარი ინტერესებისთვის მრავალწლიანი და მრავალმილიარდიანი რესურსის ხელში ჩაგდებას".
"არანაირი სიბერეზე ზრუნვა,ეს ყველაფერი არის უსინდისო ტყუილი".-განაცხადა ჯაფარიძემ.