(რეზონანსი) „ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსთავის ოფისი გაყიდა. უძრავი ქონება პარტიამ აზერბაიჯანულ კომპანიაზე გაასხვისა, თუმცა გარიგებას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. რუსთავში მცხოვრები მოქალაქე, ეთნიკური აზერბაიჯანელი ანონიმურობის გარანტიით ყვება, რომ დავით კირკიტაძე ფინანსური გარიგების გასაიდუმლოებას სთხოვდა.
„არჩევნებამდე ოფისი აზერბაიჯანული ორგანიზაცია „აჰლი ბეითის" ხელმძღვანელმა, ნამიგ გუსეინოვმა, იყიდა ასი ათას დოლარად. გარიგებაში მეც ვმონაწილეობდი, გარკვეული თანხა უნდა შემხვედროდა, უბრალოდ გადამაგდეს
„როცა თანხა მიიტანეს, კირკიტაძემ მითხრა , რომ არ მეთქვა ოფისი 100 ათას დოლარად რომ გაიყიდა. დამემუქრა, ამ თემაზე არსად მელაპარაკა.
„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას,თუმცა ამბობს,რომ ის პირადად ჩართული ამ საკითხში არ ყოფილა და არც მოლაპარაკებები უწარმოებია ვინმესთან.