რეზონანსი
08.11.2017

 (რეზონანსი) დემოკრატი დანიკა რომი პირველი აღიარებული ტრანსგენდერი ქალი გახდა, რომელიც ვირჯინიის შტატის საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.

დანიკა როემი არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო. მან 73 წლის რესპუბლიკელი ბობ მარშალი დაამარცხა.33 წლის ყოფილი ჟურნალისტი ისტორიას ქმნის, როგორც პირველი აღიარებული ტრანსგენდერი კანდიდატი აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, ვაშინგტონში მოსამართლე კოლინ კოლარ-კოტელიმ ტრამპის განკარგულება დაბლოკა, რომელიც ამერიკის არმიაში ტრანსგენდერთა მსახურების აკრძალვას ეხებოდა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელი ტრანსგენდერთა უფლებადამცველმა ჯგუფმა შეიტანა. მათ აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი დისკრიმინაციულია. კერძოდ, სარჩელში აღნიშნულია, რომ ბრძანება ამერიკელთა თანასწორობას და ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას არღვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×