რეზონანსი
09.11.2017

 (რეზონანსი) პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტ ჟანა ნემცოვასთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ძველი თუ ახალი მმართველობის შესახებ საუბრობს. შევარდნაძის პერიოდის შესახებ საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ მან ამ ქვეყნისთვის ბევრის გაკეთება მოახერხა. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ შევარდნაძის პერიოდი საქართველოსთვის ყველაზე დემოკრატიული და ღია პერიოდი იყო.

"რაც შეეხება ბატონ შევარდნაძეს, როდესაც იგი თბილისში ჩამოვიდა, მე და ჩემ გარშემო მყოფებსაც გვქონდა უდიდესი იმედი, რომ იგი რეალურად ძალიან ბევრის გაკეთებას შეძლებდა, რომ იგი შეძლებდა საქართველოს გაყვანას მსოფლიო პოლიტიკის დიდ არენაზე. გარკვეული აზრით ეს ასეც მოხდა. მაინც დიდი დამსახურება იყო ის, რომ მან საქართველოს მშვიდობა მოუტანა.

ბურჯანაძის თქმით,სამწუხაროდ, შევარდნაძემ ვერ შეძლო საქართველოს შიდა პრობლემებთან გამკლავება თუმცა,მისი გადმოსახედიდან შესაძლოა, შევარდნაძის პერიოდი ყველაზე დემოკრატიული და ღია იყო საქართველოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×