რეზონანსი
09.11.2017

 (რეზონანსი) მთაწმინდაზე, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის ცერემონიაზე მცირე ინციდენტი მოხდა.

მაშინ როდესაც ოჯახი, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ხელისუფლების წარმომადგენლები ჯანსუღ ჩარკვიანს ემშვიდობებოდნენ, მთაწმინდის პანთეონში მისულმა რამდენიმე ადამიანმა აქცია მოაწყო.

მათ ჯანსუღ ჩარკვიანის პანთეონში დაკრძალვა გააპროტესტეს.

აღნიშნულის გამო, პანაშვიდზე მყოფმა პირებმა აღშფოთება გამოთქვეს და მათ პლაკატები წაართვეს.

დღესვე ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

მთაწმინდის პანთეონში საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×