რეზონანსი
09.11.2017

 (რეზონანსი) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლევან კობიაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა პირველივე ტურში დამაჯერებლად უნდა გაიმარჯვოს.

"ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა. გარკვეული პერიოდია დარჩენილი და გამიჭირდება რაიმე ვთქვა. გოლის გატანა ადვილი არ არის, მაგრამ ალბათ იქნება ისეთი კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში შეეძლება გოლის გატანა. ძალიან წინააღმდეგი ვარ და არ მიყვარს მეორე ტური. მიყვარდა 90 წუთში საკითხის გადაწყვეტა", - განაცხადა კობიაშვილმა.

მედიაში არაოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი სახელდება, მათ შორის: დავით სერგეენკო, მიხეილ ჯანელიძე და ირაკლი ღარიბაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წელს ჩატარდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×