რეზონანსი
09.11.2017

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულოსთან, "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე დაკავებული 11 პირიდან მოსამართლემ 2 გაამართლა, ხოლო 9 დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მოსამართლემ ბრალდებულებიდან 6 პირი პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ, 3 პირი - მხოლოდ პოლიციელთა დაუმორჩილებლობაში, ხოლო 2 წარდგენილი ბრალისგან გაათავისუფლა.

ბრალდებულების ნაწილი 300 ლარით დააჯარიმეს, ნაწილი კი 400 და 800 ლარით. 3 პირს კი ერთი წლით იარაღის ტარების უფლება შეეზღუდა.

როგორც ბრალდებულთა ადვოკატმა, გიორგი ჟამუტაშვილმა განმარტა, დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები 10 ოქტომბერს, საკრებულს შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს მაშინ დააკავეს, რა დროსაც ისინი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×