რეზონანსი
10.11.2017

 (რეზონანსი) ვიეტნამში მიმდინარე სამიტზე, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა არ შედგება. ამის შესახებ უცხოური მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება.

მოსალოდნელი იყო, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს, ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, უნდა შეხვედროდნენ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდებოდნენ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი უკვე ვიეტნამშია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×