რეზონანსი
10.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა.

ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი დახვდნენ.

თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას სამშობლოში დაბრუნება მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის" მისია შვიდი თვის განმავლობაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართულ სამეკავშირეო ჯგუფთან ერთად შეასრულა.

ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლი იყო. 23-ე ბატალიონი ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა როტაციით შეცვალა.

„მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულებისას ბატალიონმა დანაკარგი განიცადა. დაიღუპა ერთი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×