რეზონანსი
11.11.2017

 (რეზონანსი) რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიეტნამში გამართულ სამიტზე განაცხადეს, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მანამ უნდა იბრძოლონ, სანამ ორგანიზაცია ბოლომდე არ განადგურდება. აღნიშნულ განცხადებას კრემლი ავრცელებს.

განცხადება სამიტში მონაწილე სხვა პოლიტიკოსებისთვისაც მისაღები აღმოჩნდა.

პრეზიდენტები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ სირიის კონფლიქტი სახელისუფლებო ძალებსა და ოპოზიციას შორის სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. სირიის საბოლოო პოლიტიკური რეგულირება ჟენევის პროცესის ფარგლებში უნდა გამოიძებნოს.

ამავდროულად, ორივე პრეზიდენტი დარწმუნებულია იმაში, რომ სირიამ საკუთარი დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს. ბოლოს კი, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა გაერო-ს წევრ ყველა ქვეყანას მოუწოდეს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში თავიანთი წვლილი შეიტანონ ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მხრივ, რათა სირიაში შემცირდეს ადამიანების ტანჯვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×