(რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მისი შვილის დაბრუნების შესახებ განცხადებას აკეთებს.
სააკაშვილის თქმით,საქართველოს კანონმდებლობით მისი ოჯახისთვის გამოყოფილია დაცვა,რომელსაც ჰქონდა მინდობილობა მის შვილზე.
„ ნიკოლოზი მასთან ერთად არაერთხელ ჩამოსულა. ისინი 3 საათის განმავლობაში გააჩერეს ოთახში, მიუხედავად ყველა წარდგენილი დოკუმენტისა იგი გაადეპორტეს საქართველოში. მას სატელეფონო ზარის განხორციელების ნება მხოლოდ მაშინ მისცეს, როდესაც თვითფრინავში ჩასვეს".
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ნიკოლოზი ავიაკომპანიის წარმომადენელმა დაუბრუნა, რომელიც დამხვედრს ეძებდა.
„ჩემი ინფორმაციით, ყველა ეს დეპორტაციები არის პირადად პრეზიდენტის განკარგულება"-განაცხადა სააკაშვილმა.