რეზონანსი
11.11.2017

 (რეზონანსი) რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უპასუხოდ დატოვა შეკითხვა იმის შესახებ, აპირებს თუ არა ახალ საპრეზიდენტო ვადაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.

„მერე ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა პუტინმა.

აღნიშნულის შესახებ მან ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე გამართული პრესკონფერენციის ფარგლებში განაცხადა.

შეგახსენებთ,ოქტომბრის დასაწყისში პუტინმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მარტში ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×