რეზონანსი
11.11.2017

 (რეზონანსი)უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანის, ოლეგ სლობოდიანის, განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟი მშობლის მოსვლამდე კიევის აეროპორტში გააჩერეს, რადგან მას არავინ დახვდა.

"10 ნოემბერს ადგილობრივი დროით 18:30 საატზე თბილისიდან ჩამოფრინდა არასრულწლოვანი მოქალაქე, უკრაინის არარეზიდენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შვილია. სამწუხაროდ, ბავშვს აეროპორტში არავინ დახვდა. მას მერე, რაც აეროპორტში მამამისი მოვიდა, მესაზღვრეებმა არასრულწლოვნის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი გააფორმეს და დარწმუნდნენ, რომ შვილი მამას შეხვდა".

რაც შეეხება დაცვის ოფიცერს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შვილთან ერთად ჩამოვიდა, მას საზღვრის გადმოკვეთის უფლება უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ მიეცა",-განაცხადა სლობოდიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×