(რეზონანსი) რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, სირიის არმიამ, რუსეთის შეირაღებული ძალების დახმარებით, ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ბოლო ქალაქი აბუ ქემალიც აიღო. ეს ნიშნავს, რომ ისლამურმა სახელმწიფომ "ხალიფატი" დატოვა.
"ახლა უკვე დეირ-ეზ-ზორში მიმდინარეობს განნაღმვითი სამუშაოები, იგივე იგეგმება აბუ-ქემალში, განსაკუთრებით სახიფათოა ქალაქის ცენტრი, სადაც ტერორისტები დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ბოლო 4 დღე განსაკუთრებით მძიმე იყო." - აცხადებს რუსი გენერალი.
შოიგუ იმედოვნებს, რომ მათი ჩრდილოელი კოლეგები, ვინც ევფრატის სანაპიროებზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ, თავიანთ სამხედრო ძალებს ტერორისტების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
"ჩვენ ხალიფატი დავტოვეთ და ახლა თქვენთან მოვდივართ" - ამ მიმართვით დატოვეს ისლამური სახელმწიფოს ლიდერებმა სირიის ქალაქები. აღნიშნული ფრაზით მსოფლიო ცივილურ ქვეყნებს, მათ ხელისუფლებას, უსაფრთხოების სამსახურებსა და მოსახლეობას სიმშვიდე დაუფრთხეს.
შეგახსენებთ, ბოლო დროის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებულმა ტერაქტებმა ასობით ადამიანი შეეწირა.