რეზონანსი
12.11.2017

 (რეზონანსი) 10:00 საათვის მონაცემებით, ხაშურში 35-ე ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 4,13% შეადგინა.

ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა საერთო ამომრჩევლის (49 000-მდე) რაც 2021 ამომრჩეველს შეადგენს.

ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, იმედო ლაცაბიძეს თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და კომისიაში რაიმე ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით განაცხადი ამ დრომდე არ შესულა.

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გიორგი გურასპაშვილმა. კანდიდატი, მე-10 უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა და იმედი გამოთქვა, რომ ხაშურის მოსახლეობა მას მხარს დაუჭერს და ის გააგრძელებს ხაშურის განვითარებაზე ზრუნვას.

ხაშურის 35-ეოლქში 52 უბანია გახსნილი და 48 956 ამომრჩევლია რეგისტრირებული. ყველა უბანი 8 საათზე გაიხსნა.

დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. მეორე ტური ტარდება: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×