რეზონანსი
12.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს. ინფორმაცია "პირველი არხი" ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ - 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.

ამასთან, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს კი, გადაადგილება შეეხებათ.

ცოტახნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შს და განათლების მინისტრებმა შესაძლოა მინისტრთა კაბინეტი დატოვონ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×