რეზონანსი
12.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, გიორგი გახარია დაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

გახარია ამ თანამდებობაზე მოქმედ მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეცვლის.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელს, ამ თანამდებობაზე სავარაუდოდ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს.

ამასთან, ცოტახნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, განათლების მინისტრმა - ალექსანდრე ჯეჯელავამ, შესაძლოა მინისტრთა კაბინეტი დატოვოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×